ხანძარი გლდანის ციხის მიმდებარედ - ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს

საქართველო, თბილისი - 22:46 | 22.08.2017
ნანახია: 1354

გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ,,პრაიმნიუსჯორჯიას'' განუცხადეს, ცეცხლი ციხის მიმდებარედ არსებულ ხევში გაჩნდა და ციხესთან არაფერი კავშირი აქვს.

მათივე ცნობით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ასევე ვერ აკონკრეტებენ თუ რა ფართობის ტერიტორია იწვის. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე