ჟინვალში ცეცხლი გაძლიერდა - ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 22:17 | 22.08.2017
ნანახია: 1534

ჟინვალში ცეცხლი გაძლიერდა. მის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ხანძრის კერამდე მისვლა სახანძრო ტექნიკით რთული რელიეფის გამო შეუძლებელია. ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, სატყეოს წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ქრობით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებათ.

ცნობისთვის, ჟინვალის მისადგომებთან ხანძარი საღამოს 6 საათისთვის გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, თუმცა, ხანძრის ახალი კერა ადგილზე ისევ გაჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე