28 წლის მასწავლებელმა თავი ლენინის ძეგლზე მიიბა

საქართველო, თბილისი - 18:58 | 22.08.2017
ნანახია: 1223

რუსეთის ეროვნული დროშის დღე ნოვოსიბირსკელმა პედაგოგმა პიკეტ-პერფორმანსით აღნიშნა.

28 წლის მასწავლებელმა თავი ლენინის ძეგლზე მიიბა. მას სისხლიანი ღამის პერანგი ეცვა, პირი ახვეული ჰქონდა და ხელში რუსეთის დროსა ეჭირა.

„ამ აქციის მიზანი იყო, მომაკვდავი რუსეთი მეჩვენებინა. ჩემი სამოსი სიმბოლოა რუსეთის, რომელსაც სძინავს, ახვეული პირით კი პროტესტი ცენზურას გამოვუცხადე. ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ვერ შევძელიდ და საპოლიციო სახელმწიფოდ ვიქეცით,“-განაცხადა მასწავლებელმა, რომელსაც პიკეტი პოლიციამ შეაწყვეტინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე