დაისჯება ყველა - ჯეჯელავა მოსწავლეების ყირიმში გამგზავრებაზე

საქართველო, თბილისი - 17:47 | 22.08.2017
ნანახია: 1660

დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლის ანექსირებულ ყირიმში გამგზავრებას. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება სკოლის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის და ოჯახების მხრიდან.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება სკოლის მასწავლებელმა, სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, პრინციპულია, რომ ჩვენ ვგმობთ ყირიმში ოკუპაციას და მიგვაჩნია, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ნებისმიერმა მასწავლებელმა და ნებისმიერმა დირექტორმა ამ მიმართულებით. ჩვენ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ - ბოროტ განზრახვასთან. დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე