თალიბანის რადიკალური დაჯგუფება ტრამპის გამოსვლით უკმაყოფილოა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 22.08.2017
ნანახია: 988

თალიბანის რადიკალური დაჯგუფება ტრამპის გამოსვლით უკმაყოფილოა. დაჯგუფების წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ ავღანეთში ომის შეწყვეტას არ აპირებს, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანაზე ეზრუნა.

ავღანეთში ამერიკის ახალ სტრატეგიაზე ტრამპმა „ფორტ მაიერის“ ბაზაზე ვიზიტისას ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის დაუყოვნებლივ გამოყვანა დაუშვებელია.

ნობილი ხდება ისიც, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურის შეყვანას გეგმავს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე