თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 12:22 | 22.08.2017
ნანახია: 1065

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

მან აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტი კონტრ-ასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაუგზავნა.

არჩევნების თარიღის დადასტურებას პრემიერ-მინისტრის კონტრ-ასიგნაციაც სჭირდება. ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

პარალელურად, ცესკო ახსენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, რათა მათ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში - ანუ არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე