ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.08.2017
ნანახია: 1622

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა, - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. 

,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გაგზავნილია ინფორმაცია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. უკვე არის წინასწარი თანხმობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, შემოგვემატება დამატებითი ტექნიკა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე