ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა
საქართველო, თბილისი - 14:57 | 21.08.2017 ნანახია: 1617ირინა სარიშვილი მეშვიდე შვილის დედა გახდა, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს:
,,ტყუპებთან როცა დავდიოდი ბავშვთა სახლში, იქ ერთი პატარა ბიჭუნა იყო, 5 თვით გოგოებზე დიდი, მათსავით მზის შვილი. შევედი თუ არა პირველად მან გამიღიმა და იმის მერე თვალს არ მაშორებდა, სულ მიღიმოდა.
ჩემი გოგოები მაშინ პატარები იყვნენ, სუსტები და თითქმის სულ ეძინათ. სანამ გაიღვიძებდნენ, სულ ამ პატარა პრინცს ვეთამაშებოდი.
როცა გოგოები სახლში გამომყავდა, ფეხები უკან მრჩებოდა... ცოტა გაციებულივით იყო ჩემი მზის ბიჭუნა და ვერც ჩავეხუტე წესიერად, ტყუპებისთვის რომ არ გადამედო... ერთი ჩემთვის ჩავილაპარაკე, მე აქ მოვბრუნდები და თუ კიდევ აქ დამხვდები...
რამდენიმე ხნის შემდეგ მე და ჩემი უფროსი ბიჭი ბავშვთა სახლში წავედით. გოგოებს იმდენი ტანსაცმელი დაუგროვდათ რომ შუაზე გავყავით და იქ წავიღეთ. შევედი თუ არა, ის ბიჭუნა ვიკითხე. აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც ადრე. ხელშიც როცა ავიყვანე, ბევრად უფრო მოდუნებული იყო ვიდრე მაშინ, როცა ვეთამაშებოდი. არა იმიტომ, რომ მოვლა აკლდა. ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ: არ ვიცი ადრე რა იყო, მაგრამ ეხლა არაჩვეულებრივი აღმზრდელები არიან ბავშვთა სახლში, ძალიან უყვართ ბავშვები და არაფერს აკლებენ. უბრალოდ ყველა ბავშვს ჭირდება სახლი, სხვა სითბო და უპირობო სიყვარული, რისი მიცემაც მხოლოდ მშობელს შეუძლია. დაუნის სინდრომიანი ბავშვისთვის კი, რომელიც უზარმაზარ სითბოს გასცემს, ამ ყველაფერს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უდედოდ ისინი იკეტებიან საკუთარ თავში, უკან მიდიან და იფერფლებიან.
წამოვედი სახლში გულდამძიმებული. მერე მისი დაბადების დღე იყო და მივედი. ეს დღე ერთად გავატარეთ. და როცა იქიდან უკან ვბრუნდებოდი, უცებ ვიგრძენი რომ საკუთარ შვილს ვტოვებდი იქ და სხვა შვილებთან მივდიოდი. უსაზიზღრესი, დამანგრეველი გრძნობა, რომელმაც უცბად ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და თავის ადგილზე დააყენა. გაქრა კითხვები: შევძლებ?
ვერ შევძლებ? როცა ამის ალტერნატივა შვილის მიტოვება აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, უნდა შევძლო და შევძლებ!
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სულ მალე ჩვენს უკვე მართლა დიდ ოჯახში ჩემი მეშვიდე შვილი – ბატონი ალექსანდრე შემობრძანდება!
სანდრო 1 წლისაა. ვერ დადის. ვერ ლაპარაკობს. ხმასაც იშვიათად იღებს. უახლოეს ხანში მას განმეორებით ჩავუტარებთ ყველა გამოკვლევას, ყველაფერს დავაზუსტებთ და რისი მორევაც შესაძლებელია და გვიან არ არის, ყველაფერს მოვერევით! აუცილებლად მოვერევით, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვართ და სულ ერთად ვიქნებით!
ჩემგან, ლუკასგან, ირაკლისგან, საბასგან, ბარბარესგან, მარიამისგან, სანდროსგან და ჩემი პაწაწუნა რიჟიკა გიორგისგან ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვერდით დაგვიდგა და დაგვეხმარა რომ ერთად ვყოფილიყავით.
დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენს ზეიმს უერთდება და ჩვენთან ერთად უხარია პატარა სანდროს შემობრძანება ჩვენს ცხოვრებაში", - წერს სარიშვილი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა