ბიძინა მახარაძეს საიუბილეო კონცერტი არ დაუფინანსეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 21.08.2017
ნანახია: 1618

ბიძინა მახარაძეს საიუბილეო კონცერტი არ დაუფინანსეს, ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი მამუკა ლომაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

,,1900 000 ათასი ლარით დააფინანსეს გაურკვეველი ფორმის ფესტივალი მაშინ როცა " ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრ მაჩაბელას " ორი პროექტიდან 1) ბავშვთა და მოზრდთა თეატრალური ფესტივალი (სადაც მონაწილეობას თითქმის ყველა რეგიოიდან იღებენ თეატრალური ტუიები და ჯგუფები) და 2 ) ბიძინა მახარაძის იუბილე ( ბიუჯეტი 8 000 ლარი) არცერთი დააფიანსა არც სამინისტრომ და არც თბილისის მერიამ.....

ეს უკანასკნელი ჯერაც ვერ მომინელებია..... მთელ ისტორიას დავდებ მოგიანებით.... ამხელა რანგის არტისტმა, 65 წლის ასაკში პირველად გადაწყიტა გაეკეთებინა საიუბილეო კონცერტი და ,,სამწუხაროდ პროექტი არ იქნა მხრდაჭერილი'' რატომ??? რატომ აი რატომ???'', - წერს მამუკა ლომაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე