ისნის ბაზრობაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

საქართველო, თბილისი - 13:06 | 21.08.2017
ნანახია: 1437

ისნის ბაზრობაზე დამწვარი ობიექტების აღწერა მიმდინარეობს - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მისი ზარალის ოდენობა 20-25 ათას ლარს აღწევს. 

ამ ეტაპზე ბაზრობაზე დაახლოებით ხუთი მაღაზიაა აღწერილი.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე, სადაც მეორად ავტონაწილებს ყიდიან, 19 აგვისტოს გაჩნდა.

ფოტო: საზოგადოებრივი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე