ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს

საქართველო, თბილისი - 15:49 | 20.08.2017
ნანახია: 1250

წაღვერში, სოფელ დაბაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვისთვის ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით 300-400 კვადრატული მეტრია.

მისივე თქმით, ტერიტორია რთულად მისადგომია. 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო და საპატრულო სამსახური

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე