ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:11 | 20.08.2017
ნანახია: 1110

ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას და ბაზრობის ადმინისტრაციისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, საქონლის უმეტესობა განადგურებულია. 

შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ.

ამ დროისთვის დაზარალებულები  დამწვარი ტერიტორიაზე  შესვლას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე, ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. 

ისმოდა აფეთქებების ხმაც, რადგან მეორადი ავტომობილების ნაწილს ჰქონდა საწვავის ავზი, ასევე ადგილზე იყო სამუშაო გაზის ბალონები და აფეთქება სწორედ ამან გამოიწვია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე