21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 20.08.2017
ნანახია: 1059

მოშიმშილე რკინიგზელებს კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, 21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნებია რ დაკმაყოფილდება რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან, შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს.

რკინიგზელთა მთავარი მოთხოვნები გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას და პასუხისმგებელი პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი უკვე მე-6 დღეა შიმშილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე