ოკუპანტი სახელმწიფო არ მიყვება არავითარ ავტონომიური ოლქის რუქას - ხიდაშელი სერგეენკოს განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 13:27 | 04.08.2017
ნანახია: 1317

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ტექნიკურადაც კი არ არის სიმართლე მისი სიტყვები, ოკუპანტი სახელმწიფო არ მიყვება არავითარ ავტონომიური ოლქის რუქას, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, დავით სერგეენკოს განცხადებას.

როგორც ხიდაშელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ოკუპანტებს სიმართლე ის არის, რომ მათ ოლქის სხვადასხვა დროის რუქების ჰიბრიდული ვარიანტი უჭირავთ ხელში, რომელიც ყველა დროის ყველაზე უკიდურეს წერტილებს აერთებს.

"ბატონი სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე, რომ არაფერი ვთქვათ მის პოლიტიკურ შემადგენელზე. 

თუმცა აქ დავით სერგეენკო არაფერ შუაშია. ეს იმ უწყებების ბრალია ვინც მსგავს ინფორმაციას აწვდით მთავრობის სხდომებზე. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ტექნიკურადაც კი არ არის სიმართლე მისი სიტყვები. 
ოკუპანტი სახელმწიფო არ მიყვება არავითარ ავტონომიური ოლქის რუქას. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ მათ ოლქის სხვადასხვა დროის რუქების ჰიბრიდული ვარიანტი უჭირავთ ხელში, რომელიც ყველა დროის ყველაზე უკიდურეს წერტილებს აერთებს. 
ეს რუქა თავდაცვის სამინისტროში არის, ვინაიდან ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის წინ დავამზადებინე და შეუძლიათ გამოიყენონ სურვილის შემთხვევაში. 

პოლიტიკურ შემადგენელზე აღარაფერს ვამბობ", - წერს ხიდაშელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე