საუდის არაბეთში გაიხსნება კურორტი, სადაც ქალებს საცურაო კოსტიუმების ტარება შეეძლებათ

საქართველო, თბილისი - 13:24 | 04.08.2017
ნანახია: 1396

მდიდრული კურორტი, სადაც ქალებს საცურაო კოსტიუმების ჩაცმა შეეძლებათ წითელ ზღვაზე საუდის არაბეთში გაიხსნება. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ იბნ სალლმან ალ საუდმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზება სურს.

იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელ ტურისტებს ნაკლებად იზიდავთ სანაპიროები, სადაც ქალებმა თავიანთი სხეული თავიდან ბოლომდე უნდა დაიფარონ, მან განკარგულება გასცა გაეხსნათ სანაპირო, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებს.

საუდის არაბეთის საზოგადოებრივმა საინვესტიციო ფონდმა ამ პეოექტს უწოდა „მშვენიერი მდიდრული კურორტი, რომელიც 50 ხელუხლებელ ბუნებრივ კუნძულზე გაშენდება“.

თუმცა ზოგიერთმა ეს იდეა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. რადგან ქვეყნის კანონმდებლობით იკრძალება ალკოჰოლი, მათი აზრით კი, ტურისტები არ მოინდომებენ იმ ადგილებში დასვენებას, სადაც სპირტიანი სასმელები არ იყიდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე