მივმართავ ზალიკოს, ელენეს და ალეკოს - გავერთიანდეთ - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 04.08.2017
ნანახია: 1209

მივმართავ ზალიკოსაც, მივმართავ ელენესაც, მივმართავ ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში. ალბათ, ჩვენც გვეყოლება კანდიდატი, - ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. 

ვაშაძემ პროდასავლურ ოპოზიცურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა. 

”ჩვენს უკან ვერ ნახავთ ვერც ბანერს. ბევრი მეკითხებოდა სახელწოდებას, რა ჰქვია ამ გაერთიანებას. არ გვაქვს სახელწოდება ძალიან მარტივი მიზეზი გამო. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავხსნათ კარი, ეს უნდა იყოს მართლაც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ყველა ერთად დავიწყებთ, დავივიწყოთ ვიწროპარტიული ინტერესები. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ”ქართული ოცნება”. ჩვენ უნდა დავამარცხოთ საქართველოს ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური მმართველობა, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება. მივმართავ მერობის ყველა კანდიდატს, ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ. მოდით, პრაიმერის გზით გადავწყვიტოთ ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატი, ვინ უნდა იყოს საარჩევნო სიაში, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ერთიანი ძალებით დავამარცხოთ ”ქართული ოცნება”. ნუ ავყვებით ”ქართული ოცნების” თამაშს. მათი ინტერესია დაცალკევებული, გათითოკაცებული ოპოზიციური ძალები. ერთიან ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, ისევე როგორც საქართველოს გერბზე არის გამოსახული ”ძალა ერთობაშია”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე