ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 03.08.2017
ნანახია: 2061

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც აფხაზური მედია წერს, საქმე 358-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღთან ან გარემოსთვის საშიშ ნივთებთან მოპყრობის წესების დარღვევას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, გუდაუთის რაიონში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი გარდაიცვალა, 64 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთაგან 27 რუსეთის მოქალაქეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე