კახა კოჟორიძემ ნაცემი ადვოკატი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 09.11.2015
ნანახია: 1691

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ პოლიციის სამმართველოში ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე დღეს მოინახულა. კახა კოჟორიძემ მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა დაგანაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს."გიორგიმ მომიყვა დეტალები თუ როგორ მოხდა მისი ცემა. ცხადია, უკიდურესად აღმაშფოთებელია ამბავი, დაბმული ადამიანის, ადვოკატის ცემა პროფესიული მოვალეობის განხორციელების მოტივითდაუშვებელია და აღმაშფოთებელია. კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იქნება ის, თუ ამას არ მოყვა უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავე პირების კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.პრეზიდენტი ინფორმირებულია და ამ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს. ამასთან, კარგია რომ დაიწყო გამოძიება", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.კოჟორიძის განცხადებით, ის ფაქტები, რაზეც ადვოკატი გიორგი მდინარაძე საუბრობს არაადამიანური მოპყრობის ნიშნებსაც შეიცავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე