არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება - სერგეენკო მცოცავ ოკუპაციაზე

საქართველო, თბილისი - 15:28 | 03.08.2017
ნანახია: 1239

არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას მცოცავ ოკუპაციაზე.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის აღწერისას გამოიყენება ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რაც არ არის სწორი.

"ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების აღწერისას გამოიყენება ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომელიც თავის საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის, ეს არის, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება",- განაცხადა დავით სერგეენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე