საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ რაიმე პროვოკაციას წამოვეგოთ - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 15:25 | 03.08.2017
ნანახია: 1185

რაც შეეხება ხნულებს და ბორდერიზაციას, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკვე მრავალი წელია, მისი მიზანია იყოს დესტაბილიზაცია, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს სოფელ არცევში, ხნულების გავლების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა არის და დარჩება მშვიდობაზე, შერიგებაზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გავაგრძელებთ მშვიდობიანი გზით ამ ძალიან რთულ პრობლემასთან გამკლავებას. ჩვენი პოლიტიკა არის და დარჩება მშვიდობაზე, შერიგებაზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ის შეზღუდვები, რომელიც არის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ძალიან მწვავეა და ამ საკითხს მწვავედ დავაყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში“, - განაცხადა ჯანელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე