ანაკლიაში "თეთრი ხმაურის" აქტივისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 03.08.2017
ნანახია: 1188

ანაკლიაში, "თეთრი ხმაურის" აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, ბაქარ ყორშიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში კითხავენ. დანიშნულია ექსპერტიზა. 

დაკავებულთან იმყოფება საია-ს ზუგდიდის ოფისისი ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე