Youtube-ზე ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 19:01 | 02.08.2017
ნანახია: 1374

ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის, „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“ ტრეილერი დღეს ვიდეორესურს Youtube-ზე გავრცელდა.

ფილმი ცნობილი კამბოჯელი მწერლისა და უფლებადამცველის, ლუნგ ანგის მოგონებების მიხედვითაა გადაღებული და „წითელი კხმერების“ რეჟიმის პერიოდს ასახავს.

ანგი ჯოლიმ 2002 წელს კამბოჯაში გაიცნო, სადაც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა. ფილმი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში უკვე მოხვდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე