,,საქართველოს ბანკმა" თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის ოპერირების კონკურსში გაიმარჯვა
საქართველო, თბილისი - 13:41 | 01.08.2017 ნანახია: 1238საქართველოს ბანკმა თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. შედეგად, მომავალი 10 წლის განმავლობაში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის ვადაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მგზავრობის საფასური ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით გადაიხადოს.
ბანკი, ასევე, განახორციელებს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ამასთან, საქართველოს ბანკი ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული ქონდეს ფილიალები, რომელთა რაოდენობა დღეს 23-ია. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის ბევრ საშუალებას, როგორც ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელით, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებით, ინტერნეტბანკით, მობილური ბანკითა და სატელეფონო ცენტრით. ხსენებულ აუქციონში გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის უპირატესობას და შესაძლებლობას, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები და უზრუნველყოფს ბანკის წამყვანი პოზიციების შემდგომ გამყარებას სამომხმარებლო ბაზარზე,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის,“ - დასძინა კახა კიკნაველიძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა