ვალეში 4200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:27 | 31.07.2017
ნანახია: 1057

21 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 4200 ღერი ირანული წარმოების სიგარეტი პალმალი (PALLMALL) აღმოაჩინეს. ირანის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე- 14 ნაწილის თანახმად, მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციული კოდექსის 1552 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. საქმე გადაეცა სასამართლოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე