ოზურგეთში დაკარგული მამაკაცის ცხედარი გონიოს სანაპიროზე იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 31.07.2017
ნანახია: 1157

ოზურგეთში, სოფელ შრომაში დაკარგული 31 წლის კაცის ცხედარი ზღვამ გონიოს სანაპიროზე გამორიყა. 

მამაკაცი რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში დაიკარგა. 

შსს-ში ფაქტის შესახებ შეტყობინება 27 ივლისს შევიდა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრის იდენტიფიცირება დღეს მოხდა, რითიც დადგინდა მისი ვინაობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე