ბაზარზე მალე ხორცის სასმელი გამოვა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 31.07.2017
ნანახია: 1249

გერმანელი პეტერ კლასენი ბაზარზე ხორცის სასმელს გამოუშვებს. ამის შესახებ Die Welt- წერს.

პროდუქტი გაყიდვაში გერმანიაში სექტემბერში გამოვა. კლასენის თქმით, მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება ლუქსემბურგელ, ბელგიელ და ფრანგ მწარმოებლებთან.

 „არსებობს დიდი ინტერესი. მსგავსი რამ არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა კლასენმა. მან საერთაშორისო პატენტისთვის განაცხადი უკვე შეიტანა.

ამ მომენტისთვის კლასენმა შეიმუშავა გემოს სამი ხაზი: „სტეიკი“, „ხორცის კონსერვი“ და „სამეფო ქათამი“.

სასმელის მოსამზადებლად საჭიროა ხორცის ბოსტნეულთან ერთად მოხარშვა, და  წვენის კაკაოს კონსისტენციამდე  მიყვანა. ამის შემდეგ სითხე ფასოვდება ბოთლებში და სტერილდება.

ამ სახით სასმელის შენახვა ერთი წლის ვადით შეიძლება.

კლასენი რეცეპტზე თავის შვილთან ერთად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე