კრიშტიანუ რონალდუს სერიალში გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 11:30 | 31.07.2017
ნანახია: 1116

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერიალში მიიღებს მონაწილეობას. ფეხბურთელს როლი „ბრუკლინელ ბიჭებში“ შესთავაზეს, რომელიც ტელაერხ НВО-ს ეთერში გავა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Life წერს.

მაყურებელი რონალდუს პროექტის საპილოტო სერიალში იხილავს, ფეხბურთელი საკუთარ თავს ითამაშებს.

ახალი პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია სიუჟეტის დეტალებიც. გამოცემის ცნობით, რონალდუ თანამშრომლობისთვის მზად არის და სიამოვნებით განიხილავს თვითრეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე