საქალაქო სასამართლოში ციანიდი მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 18:15 | 28.07.2017
ნანახია: 1058

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დეკანოზ გიორგი მამალაძის კუთვნილი იარაღი და ციანიდი მიიტანეს, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სწორედ აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლა მიმდინარეობს. 

მისივე განცხადებით, ამ დრომდე წარდგენილი მტკიცებულებით შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ გიორგი მამალაძეს ბრალეულობა ვერ მტკიცდება. 

საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე