პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, რომ კონსტიტუციას და პარლამენტს მწვავე დარტყმები მიაყენოს - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:55 | 28.07.2017
ნანახია: 1027

პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ,,ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. მისივე თქმით, ასევე ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ. 

,,პირველ შემთხვევაში გაღიზიანება გამოწვეულია მათივე არაკომპეტენტურობით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. ასევე ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ. რაც შეეხება მეორე მიზეზს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული კონსტიტუციური რეფორმა და მისი თანმდევი პოზიტიური პროცესები, რომელმაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თვისობრივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. როდესაც მსგავს პროცესებს, არგუმენტების ნაცვლად, ულტიმატუმებს, შეთქმულების თეორიებს და ლანძღა-გინებას უპირისპირებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ წარმატებაზე მიუთითებს”, - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე