სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 28.07.2017
ნანახია: 1056

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ნ.თ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993 წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მათივე ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე