არაბულმა კოალიციამ მექისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 15:53 | 28.07.2017
ნანახია: 1313

სამხედრო კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენის ტერიტორიიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც მუსულმანების მთავარი სამლოცველო ცენტრის - მექისკენ იყო მიმართული.

რაკეტა მუსულმანების წმინდა ქალაქიდან 69 კმ-ის დაშორებით ჩამოაგდეს.

კოალიცამ სარაკეტო იერიშისთვის პასუხისმგებლობა შიიტურ მეამბოხე ჰუსიტებს დააკისრა.

მექაში პილიგრიმობა წელს აგვისტოს ბოლოს იწყება.

აღსანიშნავია, რო მექა ტერორისტების სამიზნე პირველად არ გამხდარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე