ეპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 54 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:00 | 28.07.2017
ნანახია: 1120

ბარსელონაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 54 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ძალიან მასშტაბური იყო. დაშავებულთა უმეტესობას სერიოზული ტრავმები არ აღენიშნებათ. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი დილით რკინიგზის ფრანგულ სადგურზე მოხდა. სანტ-ვინსენს- დე კალდერსის სადგურიდნ გამოსული მატარებელი ცხვირით პლატფორმას დაეჯახა.  

წინასწარი ვერსიით, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, სარკინიგზო კომპანია Renfe-ში მომხდარის მიზეზებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ინციდენტის ადგილი პოლიციელების მიერ არის შემოსაზღვრული, თუმცა ვაგზალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე