გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეზე სასამართლოში დაიკითხება

საქართველო, თბილისი - 14:52 | 28.07.2017
ნანახია: 1002

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანქანის აფეთქების საქმეზე დაიკითხება. 

როგორც თავად ამბობს პოზიცია არ იცვლის და ჩვენებაში იტყვის თუ რა მოხდა მისი აფეთქების ღამეს. 

,,ჩემს პოზიციას არ ვიცვლი, ეს არ არის ის პროცესი, რომელიც ამ საქმეზე უნდა იმართებოდეს. აქ უნდა იმართებოდეს პროცესი არა მხოლოდ ერთი შემსრულებლის, არამედ ორივე შემსრულებლის და მათთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში და დამკვეთებთან მიმართებაში. ასევე უნდა არსებობდეს მოტივი, რომელიც დღეს საქმეში არ არსებობს და ეს იქნებოდა მართლაც ის პროცესი, რომელიც მიესადაგება არ ტერორისტულ აქტს, რომლის კვალიფიკაციაც არ აქვს საქმეს მინიჭებული.

მე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვე, მაგრამ დღეს მის ირგვლივ არ დამკითხავენ. ალბათ მომაყოლებენ, რა შევამჩნიე იმ ღამეს. მეორე შემსრულებელი პირის საქმე გამოიყო. ის ჯერჯერობით უსტატუსოდ არის. დღეს შეკითხვები შეეხება იმ ჩვენებას, რომელიც აფეთქებისთანავე მივეცი", - განაცხადა გივი თარგამაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე