დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა თეთრუაშვილის მკვლელობა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 14:48 | 28.07.2017
ნანახია: 1096

გამოკვლევით ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, იმაზე აპელირება, რომ მათ ხელი ეშლებოდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

,,ვასრულებთ წერილობით მტკიცებულებებს, გამოკვლეული იქნა 10 ტომი. აღნიშნული 10 ტომის გამოკვლევით ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებებს, დღე არ გადიოდა, რომ მათთვის სასურველი განცხადება არ გაეკეთებინათ. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ მათ ხელი ეშლებოდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა პროკურორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე