ბაქო-ბათუმის საავტობუსო რეისები შესაძლოა ყოველდღიური გახდეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 28.07.2017
ნანახია: 1488

ბაქო-ბათუმის საავტობუსო რეისები შესაძლოა ყოველდღიური გახდეს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მარშრუტით ივლისში უკვე ისარგებლა 522 მგზავრმა და მისი განხორციელება ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურიდან 30 ივნისიდან დაიწყო.

„რეისი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სრულდება და ბილეთის ფასი 40 მანათია. თუ კი საჭიროება იქნება, არ გამოვრიცხავთ, რომ რეისები ყოველდღიური გახდეს“, აცხადებენ ავტოსადგურში.

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი, ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურიდან, 18:00 საათზე გამოდის და ბათუმში 09:00 საათზეა. მგზავრობის ღირებულება 40 აზერბაიჯანული მანათია. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 5-დან 10-მდე მოზარდებისათვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავტოსადგურის სალაროებში, ასევე ავტოვაგზლის ვებ-გვერდზეც.

აღნიშნულ მარშრუტზე ორსართულიანი ავტობუსი მოძრაობს, სადაც გათვლა 80 მგზავრზეა: 20 მგზავრი - მაღლა, 60 მგზავრი - დაბლა.

ავტობუსის სალონში განთავსებულია ტელევიზორები, კონდენციონერი და ასევე მოქმედებს უფასო Wi-Fi-ს სერვისი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე