ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება თბილისის ღამის ცხოვრების განვითარებაა- კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:28 | 28.07.2017
ნანახია: 1110

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც კალაძე ამბობს, წინასააჩოდ საკუთარი ხედვის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი თბილისში ღამის ცხოვრების განვითარება იქნება.

"სიცოცხლით სავსე ქალაქი, ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. ეს მხოლოდ გართობა ან დასვენება არ არის. პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან.

მისასალმებელია, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის. ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას განვიხილავთ. ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ღამის წესრიგის დამყარება - იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება“, - აცხადებს კახა კალაძე ვიდეო მიმართვაში. 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე