ამერიკის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 28.07.2017
ნანახია: 946

ამერიკის სენატმა დაამტკიცა კანონპროქტი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. დოკუმენტს მხარი 98-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ ორმა მისცა.

უახლოეს ხანებში კანონპროექტი დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. ამერიკის კანონების თანახმად, სახელმწიფოს მეთაურს ვეტოს დადების უფლება აქვს, თუმცა როგორც მოსალოდნელია, კონგრესი ვეტოს ხმათა უმრავლსეობით დაძლევს.  

თეთრმა სახლმა უკვე განაცხადა, რომ  მხარს უჭერს დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების სერიოზულ შეზღუდვებს. კერძოდ, კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც პრეზიდენტს ავალდებულებს შეათანხმოს კანონმდებლებთან სანქციების შერბილება ან გაუქმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე