ვაზისუბანში, მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 28.07.2017
ნანახია: 1224

თბილისში, ვაზისუბნის ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

მეზობლების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც მათ პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მათივე ცნობით, გარდაცვლილის მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, მამაკაცი კი სახლში მარტო ცხოვრობდა.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა, თუმცა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე