სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 27.07.2017
ნანახია: 996

უკრაინის დედაქალაქ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.  

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციასთან მისულ აქციის მონაწილეებს ქუჩა სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი დახვდათ, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

პარტიის ლიდერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური განაცხადის დატოვება სურდათ. ისინი დოკუმენტს ითხოვენ, რომელშიც დასაბუთებულად იქნება გადმოცემული, თუ რის საფუძველზე ჩამოართვა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლამდე აქციის მონაწილეები მაიდანზე იმყოფებოდნენ. 

როგორც ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე