რუსეთის პრეზიდენტმა გაეროში მუდმივ წარმომადგენელად ვასილი ნებენზია დანიშნა

საქართველო, თბილისი - 18:24 | 27.07.2017
ნანახია: 1061

რუსეთის პრეზიდენტმა გაეროში ახალ მუდმივ წარმომადგენელად ვასილი ნებენზია დანიშნა. ვლადიმერ პუტინმა შესაბამის განკარგულებას 27 ივლისს მოაწერა ხელი.

ნებენზიამ დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა გაეროში ელჩად მუშაობის დასაწყებად. ეს პოსტი დროებით ეკავა პიოტრ ილიჩიოვს მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში თებერვალში გარდაიცვალა ელჩი ვიტალი ჩურკინი. ამ პოსტზე მან 2006 წელს შეცვალა რუსეთის საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი, სერგეი ლავროვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე