ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 18:12 | 27.07.2017
ნანახია: 1170

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე  ხარისხის  დაზიანების ფაქტზე ა.გ.-ს  ბრალდება წარუდგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას  ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და  რამდენიმე  გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

ა.გ. სამართალდამცველებმა  ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეუფარდა.“, - აცხადებენ პროკურატურაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე