,,ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს, დაკარგული აქვთ პოლიტიკოსების მიმართ ნდობა'' - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 18:06 | 27.07.2017
ნანახია: 1695

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია - NDI_ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო უნდა დაეთმოს ადამიანებისათვის ძირითადი პრობლემებიდან გამოსავალის შეთავაზებას.

„ცხადია NDI არის კვალიფიციური კვლევა და მთავარი დასკვნა რაც ჩვენ შეგვიძლია ამ კვლევიდან გამოვიტანოთ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების, გადაუწყვეტელია, უკმაყოფილოა და ზოგადად დაკარგული აქვს პოლიტიკოსების მიმართ ნდობა. რაც იყოს მთავარი ორიენტირი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, თუ რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს.

ამავე კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ძირითადი პრობლემების რაც მოსახლეობას აწუხებს და დარჩენილი საკმაოდ დიდი დრო ჩვენ უნდა დავუთმოთ არა თვითკმაყოფილებას,  კეკლუცობას ან კინკლაობას, არამედ გამოსავლის შეთავაზებას ადამიანებისთვის:  როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ სიღატაკე, მოუხერხებელი ქალაქი როგორ გახდეს უფრო მოხერხებული ცხოვრებისთვის, როგორ იყოს უფრო სუფთა ჰაერი ქალაქში და ყველა ის პრობლემა რაც არის ამ ჩამონათვალში, ეს არის მთავარი ამოცანა დღეს პოლიტიკოსების“, - აცხადებს ხოშტარია.

NDI -ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% კახა კალაძეს დაუჭერდა მხარს, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, 18% - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ზაალ უდუმაშილს, 5% - “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ელენე ხოშტარიას, ხოლო 3% - “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე