პოროშენკოც ისეთივე ოლიგარქია როგორიც ივანიშვილი - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:00 | 27.07.2017
ნანახია: 1178

„მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოროშენკოც ისეთივე ოლიგარქია როგორიც ივანიშვილი.

,,მე არ ვიცი ეს დეტალები შემიძლია ერთი რამ მოგახსენოთ, რომ მაგ პიროვნებამ დაუშვა ტრაგიკული შეცდომა მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. სამწუხაროდ პოროშენკოც ისეთივე ოლიგარქია და არანაკლები, როგორიც გახლავთ ივანიშვილი და საბოლოო ჯამში თუ უკრაინელებმა, ქართველებმა, სხვა ხალხებმა ვის ბედსაც დღეს განაგებენ  ფულით გამდიდრებული ყაჩაღები, არ მოიცილა ეს ფენა მმართველობიდან, ამ სახელმწიფოების და ქვეყნების საქმე იქნება ძალიან ცუდად“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვა. 

სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულის გასაჩივრებას აპირებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე