Turkish Airlines-სა და Scat-ის თვითმფრინავები შეეჯახნენ

საქართველო, თბილისი - 17:58 | 27.07.2017
ნანახია: 1208

ავიაკომოპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში, კუდის ნაწილში დაზიანება მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას Haber7 ავრცელებს.

ვებ-პორტალის ინფორმაციით, ყაზახური ავიაკომპანია Scat-ის თვითმფრინავი აქტაურს მიმართულებიოთ რეისის შესასრულებლად ემზადებოდა და ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მანევრირებდა. Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ბუქსირებაზე იყო და სწორედ ამ დროს Scat-ის თვითმფრინავი თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავის კუდს გამოედო.

ამ ფაქტის გამო Turkish Airlines-ს რეისის გადადება მოუხდა და 286 მგზავრი დანიშნულების ადგილზე სხვა ბორტით გაამგზავრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე