არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებული

საქართველო, თბილისი - 16:43 | 27.07.2017
ნანახია: 1023

დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

"მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის მიზნით", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე