ჯასტინ ბიბერი ავტომობილით ფოტოგრაფს დაეჯახა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:32 | 27.07.2017
ნანახია: 1669

შოკისმომგვრელი ინციდენტი მოხდა კალიფორნიის შტატში ბევერლი-ჰილზში თეატრთან ახლოს. შენობიდან გამოსული ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს გადააწყდა.

იმისათვის რომ ზედმეტი ყურადღება თავიდან აერიდებინა, მომღერალი სწრაფად ჩაჯდა ავტომობილში და გაქცევას შეეცადა, მაგრამ შემთხვევით იქვე მდგარ ფოტოგრაფს დაეჯახა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბერი ინციდენტის შემდეგ ძალიან ღირსეულად მოიქცა. ის დაშავებულთან დარჩა და სასწრაფო დახმარებისა მანქანასა და პოლიციას დაელოდა.

სამართალდამცველებმა მომღერალი გამოკითხეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ დაშავებული ფოტოგრაფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე