ევროდეპუტატი სააკაშვილისთვის ლატვიის არამოქალაქის პასპორტის გაცემის ინიციატივით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 27.07.2017
ნანახია: 1340

ევროპარლამენტის დეპუტატი ლატვიიდან ანდრეი მამიკინი მიხეილ სააკაშვილისთვის ლატვიის არამოქალაქის სტატუსის მინიჭების  და მისთვის შესაბამისი პასპორტის გაცემის ინიციატივით გამოვიდა.
გუშინ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც კიევში აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი გგახდა ის, რომ უკრაინის მოქალაქის პასპორტის აღებისას სააკაშვილმა ყალბი ინფორმაცია წარადგინა.

„მისი დაუღალავი ენერგიის გათვალისწინებთ, ის (სააკაშვილი) ალბათ დაგვეხმარებოდა ესტონეთისა და ლატვიის არამოქალაქეების უფლებების დაცვაში“, - დაწერა ევროდეპუტატმა Facebook-ის გვერდზე.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე