კრემლში სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემა არ ანტერესებთ - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 15:48 | 27.07.2017
ნანახია: 908

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემა არ აინტერესებთ.

„ეს კრემლის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გუშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც უკრაინის შსს-ის კოლეგიის წევრმა ანტონ  გარაშენკომ განაცხადა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს წარუდგინა ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს დამალა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე