კრიშტიანუ რონალდუს შვიდი შვილის ყოლა სურს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 27.07.2017
ნანახია: 926

ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს უკვე ჰყავს სამი შვილი: 7 წლის კრიშტიანინო და პატარა ტყუპები: ევა და მათეო, სამივე შვილი ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა. ამის გარდა კრიშტიანუს შეყვარებული ბავშვს ელოდება. თუმცა კრიშტიანუ ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი ამბობს, რომ მისი უფროს ვაჟს ექვსი ძმისა და დის ყოლა სურს. რათა ბავშვების რაოდენობამ 7-ს მიაღწიოს. სწორედ ეს ციფრი შედის სპორტსმენის მეტსახელში - CR7, ამავე სახელწოდება აქვს მის სპორტულ ბრენდს, ამის გრდა 7 მისი საფეხბურთო ფორმის ნიშანია.

 „კრიშტიანინო ძალიან ბედნიერია, ის ბავშვებს კარგად უვლის და კიდევ მეტი და-ძმის ყოლა სურს, რათა ისინი სულ შვიდნი იყვნენ. ეს ჯადოსნური ციფრია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია“, - განუცხადა კრიშტიანუმ მედიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე