„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ პირველი ლგბტ რაზმი შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 27.07.2017
ნანახია: 956

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ქურთთა სახალხო თავდაცვის შენაერთებში პირველი ლგბტ თემის წარმომადგენელთა რაზმი შეიქმნა.

ახალი რაზმი სახელწოდებით - TQILA მოქმედებს ანარქისტული რევოლუციური არმიის ხელმძღვანელობით.

 „არ შეგვეძლო ჩუმად გვედევნებინა თვალი, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები როგორ ყრიდნენ სახურავებიდან და ქოლავდნენ ჰომოსექსუალებს. ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სექსუალური რევოლუციისთვის“,- ნათქვამია TQILA-ს განცხადებაში.

 „ეს გეები კლავენ ფაშისტებს!“, -ასეთი წარწერაა ბანერზე, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა.

ახალი ქვედანაყოფი შეიქმნა ლგბტ- თემის წარმომადგენელთა მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მხრიდან სასტიკი მოპრობის საპასუხოდ.

მებრძოლებმა ჰომოსექსუალობა დანაშაულად გამოაცხადეს  და ლგბტ-თემის წარმომადგენლების მასობრივი  სიკვდილით დასჯა დააწესეს. მამაკაცებს უხვევდნენ თვალებს და სახლების სახურავებიდან ყრიდნენ. თუ ადამიანი დაცემის შემდეგ არ კვდებოდა, მას ქვებით ქოლავდნენ. ტერორისტები დასჯის ამსახველ ფოტოსურათებსა და ვიდეორგოლებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე